რა არის ALLSHARES.GE?Allshares.ge არის უმსხვილესი ქართული ფაილ ჰოსტინგი რომელიც ემსახურება 35 ათასზე მეტ დარეგისტრირებულ მომხმარებელს და მათ კუთვნილ 90 ათას ფაილს. Allshares.ge ყოველდღიურად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას მოხერხებული და სწრფი მეთოდით გაცვალონ ფაილები. სხვადასხვა პოპულარული საიტების მფლობელებს განათავსონ კუთვნილი ფაილები თავის მომხარებლებისთვის.
ასევე სიახლე! დღეიდან, Allshares.ge აძლევს მომხმარებელს საშუალებას დააგროვოს ბონუს ქულები. ხოლო დაგროვილი ბონუს ქულები გატანილ იქნას ნაღდ ფულად!
Back to Top
რა უპირატესობა აქვს პრემიუმ პაკეტს?თუ თქვენ პრემიუმ პაკეტის მფლობელი ხართ:
* ყოველთვის იწერთ მაქსიმალური სიჩქარით სერვერის დატვირთვის მიუხედავად;
* არ გჭირდებათ კოდის შეყვანა და ფაილის ლოდინი;
* იმ შემთხვევაში თუ გადმოწერის პროცესი გაწყდა, შეგიძლიათ გააგრძელოთ გადმოწერა და მისი თავიდან დაწყება არ არის საჭირო;
* შეგიძლიათ მაქსიმალურად მოხერხებულად აქაჩოთ ფაილები FTP კლიენტის მეშვეობით;
* ერთდროულად შეგიძლიათ აქაჩოთ ასევე გადმოწეროთ რამოდენიმე ფაილი.
ამის გარდა Allshares.ge-ს პრემიუმ პაკეტის მფლობელს შეიძლია გააკეთოს ფული!
რა არის ატვირთული ფაილის მაქსიმალური ზომა?დამოკიდებულია პაკეტის ტიპზე, იხილეთ სერვისების გვერდი.Back to Top
რა მოცულობაა გამოყოფილი მომხმარებლისთვის?მოცულობა შეუზღუდავია. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი რაოდენობის ფაილი.Back to Top
რამდენი ხნიას განმავლობაში ინახება ჩემი ფაილი?იმ პირობით თუ ფაილი აქტუალურია და მისი გადმოქაჩვა ხდება რეგულარულად ის არასდროს არ წაიშლება. მარტივად რომ ვთქვათ ფაილის შენახვის ვადა შეუზღუდავია!Back to Top
შემიძლია თუ არა განვაახლო შემწყდარი გადმოტვირთვა?კი შეგიძლიათ, იმ შემთხვევში თუ ფლობთ პრემიუმ პაკეტს. პრემიუმ პაკეტი გაძლევთ საშუალებას ისარგებლოდ დამხმარე გადმოსაქაჩი პროგრამებით როგორიცაა Download Accelerator, GetRight, FlashGet. ამ პროგრამებს აქვს შემწყდარი გადმოქაჩვების განახლების ფუნქცია.Back to Top
ატვირთული ფაილის წაშლა თუ შემიძლია?კი შეგიძლიათ. ფაილის ატვირთვის შემდეგ გვერდზე გამოდის ორი "ბმული" ერთი არის ფაილის გადმოქაჩვის "ბმული" და მეორე მისი წაშლის. ამ "ბმულზე" დაჭერისას გადადიხართ ფაილის წაშლის გვერდზე.Back to Top
შემიძლია თუ არა გამოვიყენო დამხმარე საქაჩი პროგრამები?თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა პოპულარული გადმოსაქაჩი პროგრამა, მაგალითად: Download Accelerator, GetRight, FlashGet.Back to Top
მე პრემიუმ პაკეტის მფლობელი ვარ და სიჩქარე მაინც დაბალი მაქვს, რატომ?გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა ჩართული ბრაუზერის ფუნქცია "Cookie", ვინაიდან პრემიუმ პაკეტის გადმოქაჩვის ამოცნობა ხდება ამ ფუნქციის დახმარებით. ასევე იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ რომელიმე დამცავი პროგრამით, გადაამოწმეთ ამ პროგრამის მახასიათებლები. ზოგიერთი დამცავი პროგრამა, ანტივირუსი ან "ფაირვოლი" (Firewall) ბლოკავს Cookie-ბს.Back to Top
როგორ დავარეგისტრირო ჩემი პაკეტი?რეგისტრაციის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ანგარიში. უნდა შეიყვანოთ თქვენი სამომხმარებლო სახელი, პაროლი და ასევე მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის შემდეგ, მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი ანგარიშის აქტივაცია.Back to Top
შეიძლება თუ არა მქონდეს რამოდენიმე ანგარიში?ერთ მომხმარებელზე დაშვებულია ერთი უფასო ანგარიში. პრემიიუმ პაკეტის შემთვევაში ამ პირობით თქვენ შეიძლება დაკარგოთ საშუალება გადააქციოთ თქვენი ბონუს ქულები ფულად.Back to Top
როგორ შევაღწიო სამომხმარებლო არეში?რეგისტრაციისა და ანგარიშის აქტივაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე შეიყვანეთ თვენი სამომხმარებლო სახელი და პაროლი. ამის მერე თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა ფუნქცია. შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილები როგორს გვერდიდან ასევე FTP კლიენტის მეშვეობით, დაათვალიეროთ თქვენს მიერ ატვირთული ფაილები, დაახარისხოთ ფაილები საქაღალდეებში.Back to Top
რა ხდება პაროლის დაკარგვის ან დავიწყების შემთხვევაში?მთავარ გვერდზე არის პაროლის აღდგენის ფორმის "ბმული" შეიყვანეთ თქვენი სამომხმარებლო სახელი და რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტის მისამართი და ამ მისამართზე გამოგიგზავნით თქვენი ამგარიშის დეტალებს.Back to Top
როგორ გავაფართოვო ჩემი ანგარიში პრემიუმ პაკეტამდე?იმ შემთხვევაში თუ არ გაკმაყოფილებთ უფასო ანგარიშის ფუნქციონალი და გნებავთ მეტი. შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ პაკეტი. გადახდა შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ან EMONEY.GE სისტემის მეშვეობით. თქვენგან საჭიროა მხოლოდ დააჭიროთ შესამაბის "მბულს" სამომხმარებლო არეში და გაიაროთ პროცედურა.Back to Top
როგორ ვიშოვოთ ფული?
რა არის ქულა?ქულა და ბონუს ქულა არის პირობით ერთეული. პრემიუმ პაკეტის მფლობელს ანგარიშზე ავტომატურდ ერიცხება ქულები, რომლების გახარჯვაც ხდება პრემიუმ პაკეტის პირობებში გადმოქაჩული ფაილებთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს ამოეწურა ქულაბი, მისი გადმოქაჩვის სიჩქარე უტოლდება უფასო პაკეტის პირობებს.Back to Top
რა არის ბონუს ქულა?ბონუს ქულა არის ქულა რომელიც შეიძლება აქციოთ როგორც ნაღდ ფულად ასევე შეიძინოთ დამატებითი პაკეტი, ბონუს ქულა ასევე პირობითი ერთეულია, რომელიც შეიძლება იყოს განაღდებული შემდეგი (ცვალებადი) კურსით: 1 ბონუს ქულა = 1,5 თეთრს.Back to Top
როგორ მერიცხება ბონუს ქულები?ვთქვათ თქვენ გაქვთ აქაჩული ფაილი რომლიც საინტერესოა სხვა მომხმარებლებითვის. ყოველ პრემიუმ პაკეტის მფლობელის მიერ ამ ფაილის გადმოყაჩვის შემთხვევაში თქვენ გემატებათ ერთი ბონუს ქულა.Back to Top
რა შეიძლება გაკეთდეს ბონუს ქულების მეშვეობით?დაგროვილი ბონუს ქულების რაოდენობიდან გამომდინარე მომხმარებელს შეუძლია გააგრძელოს თავის კუთვნილი პრემიუმ პაკეტი ან გაიტანოს შესაბამისი თანხა ფულის სახით. Back to Top
როგორ გამოვიყენოთ FTP?თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილები FTP პროტოკოლის გამოყენებით და ატვირთული ფაილები მართოთ თქვენი სამომხმარებო არედან. შექმნათ საქაღალდეები მოხერხებული მართვისთვის და ფაილების ასატვირთად არ იყოთ მიბმული კომპიუტერს. მიეცით დავალება კომპიუტერს და დაისვენეთ.
ამისათვის უნდა გამოიყენოთ ეგრე წოდებული FTP კლიენტი, მაგალითად: Cute-FTP, FileZilla. ეს ფუნქცია ასევე გააჩნია პოპულარული გადმოსაქაჩი პროგრამის, GetRight–ის ახალ ვერსიებს.
ფაილების ასატვირთად, აღნიშნული კლიენტის მეშვეობით უნდა გამოიყენოთ შემდეგი ინფორმაცია:
• სერვერი: ftp.allshares.ge
• სახელი: “თქვენი მომხმარებლის სახელი”
• პაროლი: “თქვენი პაროლი”
იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე ტიპის პრობლემა გთხოვთ “დაგვიკავშიდეთ“.
Back to Top
როგორ ვიშოვოთ ფული?მუღამი იმაშია რომ თქვენი ფაილები საინტერესო იყოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა საიტების მფლობელებისათვის.
არსებული კურსით 1 ქულა უდრის 1,5 თეთრს და შესაბამისად 1000 ქულა 15 ლარია. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დააგროვებს 1300 ბონუს ქულაზე მეტს მას შეუძლია 300 ქულით შეიძინოს პრემიუმ პაკეტი კიდევ ერთი თვით და 1000 ქულა ნებისმიერ დროს გაიტანოს თანხის სახით. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ ზოგ ფაილს დღეში 1200-მდე მომხმარებელი ქაჩავს, ამ ფაილის მფლობელმა შეიძლება 18 ლარამდე მიიღოს თითოეულ ფაილში.
Back to Top
როდემდე ინახება გამოუყენებელი ბონუს ქულები?იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ბონუს ქულების გარკვეული რაოდენობა, მიუხედავად იმისა ეს რაოდენობა არის საკმარისი პრემიუმ პაკეტის შესაძენად თუ არა. ასევე ამ ქულების რაოდენობას არ ემატება ქულები 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და მომხმარებელი არანაირ ოპერაციას ამ ქულების მეშვეობით არ ახორციელებს: ეს ქულები იწვებაBack to Top
Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.